ჯეპრას გუნდი IWSC Wine Judging in Georgia-ზე!
14 ოქტომბერი 2022
საქართველომ პირველად უმასპინძლა ღვინის საერთასორისო კონკურსს IWSC (International Wine & Spirits Competition). კონკურ...
ჯეპრას გუნდი IWSC Wine Judging in Georgia-ზე!

14 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

საქართველომ პირველად უმასპინძლა ღვინის საერთასორისო კონკურსს IWSC (International Wine & Spirits Competition). კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის – 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა.  16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! – პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა,  რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალი იყო, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის
10 ოქტომბერი 2022
ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის. ჯეპრას უფროსი პარტნიორი კ...
ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის

10 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის.

ჯეპრას უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე 10 ოქტომბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 10:10 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში!

 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება
06 ოქტომბერი 2022
ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება.   დღეს, 6 ოქტომბერს...
ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება

06 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება.
 
დღეს, 6 ოქტომბერს, ევროპა დონა საქართველოს ეგიდით ვარდისფერი მსვლელობა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო.
 
წამოწყებაში პაციენტები, პაციენტთა ორგანიზაციები და მხარდამჭერები ჩაერთნენ და მის მიზანს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.
 
 

"გურჯაანის ღვინის ფესტივალი"- დაუვიწყარი დღე და ღვინის ჭიქაში ჩამოსხმული საშემოდგომო ტრადიცია
06 ოქტომბერი 2022
თაკო ვარამაშვილი, ჯეპრას პროექტების მენეჯერი გურჯაანის ღვინის ფესტივალის შესახებ.   
"გურჯაანის ღვინის ფესტივალი"- დაუვიწყარი დღე და ღვინის ჭიქაში ჩამოსხმული საშემოდგომო ტრადიცია

06 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

თაკო ვარამაშვილი, ჯეპრას პროექტების მენეჯერი გურჯაანის ღვინის ფესტივალის შესახებ. 

 

#ჯეპრაპროგნოზი — რა მოხდება 2023 წელს პიარში და როგორ მოვემზადოთ?
30 სექტემბერი 2022
კახა მაღრაძე საკომუნიკაციო სფეროში საქართველოში 2023 წლის პროგნოზებს აკეთებს და მათთან გასამკლავებლად გამოსავალს გვთავაზ...
#ჯეპრაპროგნოზი — რა მოხდება 2023 წელს პიარში და როგორ მოვემზადოთ?

30 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

კახა მაღრაძე საკომუნიკაციო სფეროში საქართველოში 2023 წლის პროგნოზებს აკეთებს და მათთან გასამკლავებლად გამოსავალს გვთავაზობს.

კრიზისები — იზრდება დაძაბულობა და კონფლიქტები მსოფლიოში. ეს პროცესი უფრო გამწვავდება 2023 წელს, უკრაინის ომის და ახალი გლობალური გადანაწილების გამო. რთული ვითარება და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება იქნება საქართველოშიც. ეს ყველაფერი გადაინაცვლებს მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, ამიტომ ხშირი იქნება ოპონენტების მიზანმიმართულად ნეგატიური წარმოჩენის შემთხვევები. ამას ემატება შეცდომები და მომხმარებლის უკმაყოფილობები, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალური ქსელებით. საბოლოოდ კი მივიღებთ ხშირ პიარულ კრიზისებს და სხვადასხვა სუბიექტის რეპუტაციულ პრობლემებს.

გამოსავალი — გამოსავალია სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარება და პრევენციული აქტივობების განხორციელება. პოტენციური კრიზისების ანალიტიკა და წინასწარი „შემარბილებელი“ კომუნიკაცია იქნება ყველაზე ეფექტიანი.

პოლიტკორექტულობა — ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრების, სხვადასხვა რასის თუ ეროვნების წარმომადგენლების შესახებ, ან მათი მონაწილეობით განხორციელებული საინფორმაციო აქტივობები და კამპანიები უფრო მეტი „ყურადღების“ ქვეშ იქნება საზოგადოების მხრიდან, სადაც მნიშვნელობა მიენიჭება სტიგმებთან, სტერეოტიპებთან და სოციალურ კლიშეებთან ბრძოლას. ამ მიმართულებით ჩადენილი შეცდომები შეიძლება დამღუპველი გახდეს არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, არამედ დიდი ბრენდებისა და პოპულარული ორგანიზაციების თუ პირებისთვის.

გამოსავალი — კომუნიკაციის პროცესში ჩართული სპეციალისტები უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდნენ სხვადასხვა მიმართულების საზოგადოებრივ პროცესებს და უნდა შეეცადონ, რომ მეტად გაუგონ უმცირესობებს და მოწყვლად ჯგუფებს.

გულწრფელობა — ერთი მხრივ, გლობალურმა კატაკლიზმებმა და მეორე მხრივ, საინფორმაციო სივრცის გახსნილობამ, რაც ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება, გამოაჩინა გულწრფელი, ბუნებრივი და ახსნაზე ორიენტირებული კომუნიკაციის აუცილებლობა. მანიპულაციის, გაზვიადების და ზედმეტად პოზიტიურ ჭრილში ადამიანების თუ ბრენდების წარმოჩენის დრო წავიდა და ეს მგონი, ყველაზე რთულად მისაღებია ჩვენი ინდუსტრიისა და პროფესიონალებისთვის. განსაკუთრებული პრობლემაა ამ მხრივ ქართველი დამკვეთი და მისი მოთხოვნა „ისეთი რამის მოგონებაზე“, რაც ეგრევე შეაყვარებს ხალხს რამე პროდუქტს თუ პოლიტიკოსს.

გამოსავალი — ჩვენ მოგვიწევს კლიენტებისთვის ამ ყველაფრის კარგად ახსნა, რომ თავის მოქონვის დრო წავიდა. საკმაოდ მტკივნეული და თან საინტერესო პროცესი იწყება.

სტატია გამოქვეყნდა Marketer.ge-ზე.

ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტი
14 სექტემბერი 2022
ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტის შესახებ რადიო პალიტრის ეთერში ჯეპრას კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა ისაუ...
ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტი

14 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტის შესახებ "რადიო პალიტრის" ეთერში ჯეპრას კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა ისაუბრა.
 
შეგახსენეთ, ჯეპრას კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით უკვე 12 შრიფტი აქვს შექმნილი. მომდევნო შრიფტი ქართულ ღვინოს მიეძღვნება.
 
ხელნაწერი შრიფტების გალერეა იხილეთ ბმულზე: https://gepra.ge/fonts/
კომუნიკაციების შინაარსი და გზავნილების შემუშავება
07 სექტემბერი 2022
USAID Georgia HICD Activity-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა კახა მაღრაძის ონლაინ ვებინარი კომუნიკაციების შინაარსი და გზავ...
კომუნიკაციების შინაარსი და გზავნილების შემუშავება

07 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

USAID Georgia HICD Activity-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა კახა მაღრაძის ონლაინ ვებინარი "კომუნიკაციების შინაარსი და გზავნილების შემუშავება" ვებინარზე განიხილეს კონტენტის მნიშვნელობა სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მარკეტინგულ კომუნიკაციაში. მონაწილეები გაეცნენ კონტენტის შექმნისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს, მთავარი გზავნილების შემუშავებისა და მათი შემდგომ აქტივობებში გამოყენების საკითხებს. 
 

დასვენების კულტურა, შვებულების შემდგომ სტრესის მართვა და თანამშრომლების მოტივაცია
06 სექტემბერი 2022
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი სტუმრად გადაცემა პირველამდე    გადაცემის სანახავად გადადით ბმულზე    
დასვენების კულტურა, შვებულების შემდგომ სტრესის მართვა და თანამშრომლების მოტივაცია

06 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი სტუმრად გადაცემა პირველამდე
 
 გადაცემის სანახავად გადადით ბმულზე 🔗 

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი სტუმრად ანა ჩანგიანთან გადაცემა კაპიტალი
29 აგვისტო 2022
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი სტუმრად ანა ჩანგიანთან გადაცემა კაპიტალი

29 აგვისტო 2022
Copy to clipboard

 

კახა მაღრაძე მედიასთან ურთიერთობის შესახებ
16 აგვისტო 2022
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმარ...
კახა მაღრაძე მედიასთან ურთიერთობის შესახებ

16 აგვისტო 2022
Copy to clipboard

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმართა 

ამართული მასტერკლასების ფარგლებში ჩაიწერა ვიდეობლოგები. შეხვედრების ციკლს უძღვებოდნენ ცნობილი სპიკერები და სფეროს ექსპერტები.
 
გამართული მასტერკლასების ფარგლებში ჩაიწერა ვიდეობლოგები.
 
ყველა ვიდეობლოგის სანახავად გადადით ბმულზე https://bit.ly/3cyGt8F