ამბები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმართა
“სქრინფლეის” სკოლაში სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და იდეების პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.
“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლა შექმნილია დამწყები სცენარისტებისთვისა და მწერლებისთვის, ქოფირაითერებისთვის, დრამატურგებისთვის, პიარ მენეჯერებისთვის, თამაშის შემქმნელებისთვის, სფიჩრაითერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც უნდა საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით.
“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის მანძილზე, თეორიული ნაწილის გარდა, გაგიზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეგიქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდე პროფესიონალი სცენარისტი.
შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება.
იგი უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის - „უსტავზე“ დაყრდნობით შეიქმნა.
“შრიფტი „უკრაინა“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- კალიგრაფი დავით მაისურაძე.
ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.
შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts
და https://calligraphy.ge/fonts
მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.
გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.
წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3AJ054j