ამბები
ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის “გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში, კომპანია „სერვიე“, საქარველოს კარდიოლოგთა საზოგადოებასთან და ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას, ტრადიციულად, უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს. წელს, ჰიპერტენზიის გასინჯვებით, სრულიად უსასყიდლოდ, 2000-მდე პაციენტმა ისარგებლა.
29-30 ივნისს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას პავიოლონებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები მოეწყო, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა 22 კლინიკის წამყვანმა სპეციალისტმა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილზე ანგიოლოგიური კაბინეტიც გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში, პაციენტებმა კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური გამოკვლევები ერთდროულად ჩაიტარეს.
ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები ექიმთან კონსულტაციასა და პირველად კარდიოლოგიურ გამოკვლევებს მოიცავდა. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აწუხებდა არტერიული წნევა, გააჩნდა თანმხლები გართულებები კარდიოლოგიური მიმართლებით ან უბრალოდ სურდა გაეგო, იყო თუ არა ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდა გადაემოწმებინა საკუთარი ჯანმრთელობა, გადაეღო ელექტროკარდიოგრამა და გაეზომა სისხლში გლუკოზის დონე. კარდიოლოგთან ვიზიტის შემდეგ, მსურველები ანგიოლოგთან გადიოდნენ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება დოპლერის გადაღებასაც მოიცავდა.
„კაფე მზიურში“ ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“წარდგინება გაიმართა. ფოტოპროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას ისახავდა.
თვალი ეს ის ორგანოა, რომლითაც სამყაროს 80 პროცენტს აღვიქვამთ. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც და ხშირად „ცვლის“ კიდეც სამყაროს აღქმას, ფოტოპროექტში წარმოდგენილი ფოტოებიც ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მხედველობას და შეგრძნებებს აღწერს.
„მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ, მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი,შესაძლოა, სრული დაბრმავება გამოიწვიოს. აუცილებელია გავერთიანდეთ და დავდგეთ ამ დაავადების მქონე ადამიანების გვერდით. დავეხმაროთ, დაძლიონ პრობლემა და ვიმოქმედოთ სწორედ იმისთვის, რომ სულ გვხედავდნენ,“ - გვიამბობს გოგა ჩანადირი.
ღონისძიებაზე ფოტოპროექტის ავტორმა გოგა ჩანადირმა მოსულ სტუმრებს ის იდეა გააცნო, თუ რა იყო მისი ინსპირაციის წყარო. მოწვეული ოფთალმოლოგებმა და პროექტში მონაწილე პაციენტებმა კი, დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ხელმისაწვდომის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„როგორც ექიმი, ყველაზე უმწეო მაშინ ვარ, როცა პაციენტს ინექციებს ვუნიშნავ, ის კი მეუბნება, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდის. ვუშვებ სხვადასხვა ორგანიზაციაში და დაწესებულებაში, სადაც შესაძლოა ნაწილობრივი დაფინანსება მაინც მიიღოს, მაგრამ ეს სრული კურსის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის, რატომ დგანან თვალის გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანები მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე? საქმე ისაა, რომ თვალის ინექციები, არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და პრაქტიკულად, არც კერძო სადაზღვევო პაკეტებით იფარება. თვალის ჩინის არქონა ძალიან მძიმე რამ არის. ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან, რადგან მათ ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი ცხოვრებისეული სტერეოტიპები, მაგალითები არიან სხვებისთვის, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მხედველობის პრობლემებით,“ - აღნიშნა ოფთალმოლოგმა თეკლა მამაგეიშვილმა.
იმის მაგალითი, თუ როგორ ცვლის თანამედროვე მკურნალობა ადამიანის ცხოვრებას, მხატვარი ელენე მეტრეველის ისტორიაა. მისი დიაგნოზი დიაბეტური რეტინოპათიაა. ესაა მდგომარეობა, როცა სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონეიწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას, დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება. სწორედ ეს სცენარი განვითარდა ელენეს შემთხვევაში. 2018 წლის „ერთ მშვენიერ დღეს“ ელენე ასე იხსენებს:
„ძალიან უცნაურად გავიღვიძე, ორივე თვალში სისხლი ჩამექცა, ერთში მეტად. ვერ ვხედავდი, მაგრამ რადგან ერთ თვალში ნაკლები ჩაქცევა მქონდა, ის დაილექა და მხედველობა შედარებით დამიბრუნდა. მანამდე მსგავსი პრობლემის არანაირი მოლოდინი არ მქონია, რადგან ჩემი დიაგნოზი ნიშნავს ახალ წარმოქმნილ სისხლძაღღვევბ და სანამ ჩაქცევა არ მოხდა, საფრთხე ვერ შევიგრძენი. ეს 2018 წლიდან ხდება და მას შემდეგ იყო დიდი რაოდენობით ოპერაციები. როგორც სერიოზული ავარიის შემდეგ იწყებენ ადამიანები სიარულის სწავლას, ასეთივე პარალელი შემიძლია გავაკეთო ჩემს მდგომარეობასთან, როცა ხედვა თავიდან დავიწყე.“
ამ რეალობიდან გამომდინარე, თვალის დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთადერთი გამოსავალი თვალის ინექციების სახელმწიფო პროგრამებში შეტანაა, როგორც ეს გლაუკომის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში მოხდა - წელს პირველად, ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანია, შემდეგი ცვლილება თვალშიდა ანუ ინტრავიტრეალური ინექციების დაფინანსება გახდეს. ამით სიბრმავის გამომწვევი ძირითადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიამსახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანს ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებადა სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.
გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების ცოდნა და დეფიბრილატორის განთავსება საჯარო სივრცეებში განაპირობებს გაუმჯობესებულ სტატისტიკას და მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.
ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერებისამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. აქტივობის მიზანი იყო, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაციამიეწოდოს ფილტვის კიბოს წარმოშობის, მისი განვითარების რისკების, ადრეულიდიაგნოსტიკისმნიშვნელობას და მკურნალობაში არსებული სიახლეების შესახებ. ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით რევოლუციური ცვლილებები მოხდა და საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია იმ ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.
დავძლიოთ სტიგმა და ერთად შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე. ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში მოეწყო სპეციალური მხარდამჭერი აქცია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, გადაეღო ფოტო და ამით მხარი დაეჭირაკამპანიისთვის „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე“. აქტივობამ ხელი შეუწყო საქართველოში დაავადების შესახებ გავრცელებული მითებისა და სტიგმის დაძლევას, რაც ემსახურება ადრეული დიაგნოსტირებისკენ პაციენტების მზაობის შექმნას და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფას.
ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ფილტვის კიბოთი გამოწვეული ზიანი. ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. კამპანიაში ასევე ჩაერთვნენ ცნობადი სახეები და სოციალურ ქსელებში გააზიარეს ფოტოებისპეციალური ჰეშთეგებით #დავძლიოთსტიგმა #შევცვალოთწარმოდგენაფილტვისკიბოზე #ნოემბერიფილტვისკიბოსთვე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებისთანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერუფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები.
ფილტვისკიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია:დაბინძურებული გარემო, თამბაქოს მოხმარება, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპისონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტებისდაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურმწეველებს. მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროულიდიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა დამართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. პერსონალიზებული მკურნალობა ასევე მნიშვნელოვანია არამარტო მეტასტაზური, არამედ ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს. რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებულიმიდგომა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.





