“Roche Georgia”-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმა NGS წარადგინა
05 ივნისი 2026
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია Roche Georgia-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივა ...
“Roche Georgia”-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმა NGS წარადგინა

05 ივნისი 2026
Copy to clipboard

 

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია Roche Georgia-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივა - NGS (Next Gen Specialists) წარადგინა, რომელიც პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

NGS აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, ნევროლოგია და ოფთალმოლოგია. პლატფორმა ახალგაზრდა სპეციალისტებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სფეროს წარმომადგენლების ჩართულობასა და მედეა ტაბატაძის მასტერკლასს „ცოდნის ევოლუცია“. ღონისძიების ფარგლებში Roche Georgia-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმებიც გააფორმა.

NGS-ის ბრენდინგი, საკომუნიკაციო კამპანია და ღონისძიების მენეჯმენტი ჯეპრამ უზრუნველყო. ღონისძიებას NGS-ის პროექტის მენეჯერი და ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი უძღვებოდა.

საინფორმაციო შეხვედრები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ
05 ივნისი 2026
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეები თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურობის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა....
საინფორმაციო შეხვედრები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ

05 ივნისი 2026
Copy to clipboard

 

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეები თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურობის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი თემების ინფორმირება დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” ინიციატივით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით, ასევე “United Nations Development Programme-ის” მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და თემში საინფორმაციო შეხვედრები ტარდება, რომელთა მთავარი მიზანია:

  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება;
  • სკოლების, უნივერსიტეტების, ტურისტული გიდების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის ზრდა.

ამ ეტაპისთვის შეხვედრებში უკვე 1500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თემის აქტუალობასა და საზოგადოების მაღალ ინტერესს.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 94 პირისპირ საინფორმაციო შეხვედრა, რომლებშიც საქართველოს 116 თემის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - დუშენის კუნთოვანი დისტროფია
21 ნოემბერი 2025
25 ოქტომბერს, საქართველოში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „დუშენის კუნთოვანი დისტროფია: კლინიკური ...
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - დუშენის კუნთოვანი დისტროფია

21 ნოემბერი 2025
Copy to clipboard

 

25 ოქტომბერს, საქართველოში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „დუშენის კუნთოვანი დისტროფია: კლინიკური პრაქტიკა, ადგილობრივი საჭიროებები და გლობალური პერსპექტივები". ღონისძიება მოაწყო საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია Biomedica-მ და გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო სფეროს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.

კონფერენციაზე საზღვარგარეთიდან სპეციალურად მოწვეულმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ინოვაციური მიდგომა, კერძოდ ეგზონის გამოტოვების თერაპია (Exon Skipping Therapy). ეს მეთოდი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთ პერსპექტიულ მიღწევას აღნიშნული დაავადების მართვის სფეროში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული უცხოელი პროფესორები, ადგილობრივი სამედიცინო სპეციალისტები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე პაციენტთა ორგანიზაციის წევრები. შეკრებილმა სპეციალისტებმა იმსჯელეს დაავადების კლინიკური მართვის გამოწვევებზე, პაციენტების წინაშე მდგარ პრობლემებსა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე.

ახალი ეროვნული კამპანია – „შენ გარეშე არ გამოვა“
02 ოქტომბერი 2025
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ კაფე „მზიურში“ საზოგადოებას „თვითადვოკატების პოდკასტები“ და ახალი ეროვნული კამ...
ახალი ეროვნული კამპანია – „შენ გარეშე არ გამოვა“

02 ოქტომბერი 2025
Copy to clipboard

 

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ კაფე „მზიურში“ საზოგადოებას „თვითადვოკატების პოდკასტები“ და ახალი ეროვნული კამპანია – „შენ გარეშე არ გამოვა“ წარუდგინა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ინოვაციური პოდკასტ-პლატფორმას გაეცნო, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები საკუთარი სიტყვებით გვიზიარებენ გამოცდილებას, ისტორიებს და საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე. პროექტის მიზანია საზოგადოებაში მათი ხმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევა.
 
პოდკასტების პრეზენტაციის პარალელურად, ასოციაციამ ოფიციალურად დააანონსა ეროვნული კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა“. ინიციატივა მიზნად ისახავს ოჯახების, საზოგადოების და ბიზნეს სექტორის გაერთიანებას, რესურსების მობილიზებასა და იმ მხარდაჭერის გაძლიერებას, რომელიც აუცილებელია განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისთვის.
 

"ბორჯომის“ ახალი ჩამომსხმელი ქარხანა გაიხსნა
15 სექტემბერი 2025
IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმო...
"ბორჯომის“ ახალი ჩამომსხმელი ქარხანა გაიხსნა

15 სექტემბერი 2025
Copy to clipboard

 

IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბორჯომის ახალი ქარხანა აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.

სემინარი აშშ-ის ფრინველის ხორცის წარმოების შესახებ
11 სექტემბერი 2025
ჯეპრას ორგანიზებით, აშშ-ის ფრინველის ხორცის წარმოების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა.   ღონისძიება ინიცირებუ...
სემინარი აშშ-ის ფრინველის ხორცის წარმოების შესახებ

11 სექტემბერი 2025
Copy to clipboard

 

ჯეპრას ორგანიზებით, აშშ-ის ფრინველის ხორცის წარმოების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა.
 
ღონისძიება ინიცირებული იყო ორგანიზაციების - USA Poultry and Egg Export Council (USAPEEC)-ისა და U.S. Soy-ს მიერ და მიზნად ისახავდა საქართველოში კვების უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ქართველი მწარმოებლებისთვის თანამედროვე ამერიკული პრაქტიკების გაზიარებას.
 
სემინარს ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და ქართული მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლები.
 
სემინარს უძღვებოდა აშშ-დან სპეციალურად მოწვეული ექსპერტი, ობერნის უნივერსიტეტის მეფრინველეობის მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი ამიტ მორი.
 
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული წარმოების განვითარებასა და მომხმარებელთა უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე
07 სექტემბერი 2025
7 სექტემბერს, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველო წელს პირველად შეუერთდ...
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

07 სექტემბერი 2025
Copy to clipboard

 

7 სექტემბერს, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველო წელს პირველად შეუერთდა!
 
ამ დღის აღსანიშნავად, მშობელთა ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ინიციატივით, კამპანიის "მივცეთ ძალა" ფარგლებში, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიამ უშუალოდ პაციენტებისა და მათი მშობლებისგან მოისმინა, თუ როგორია ცხოვრება დუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ერთად.
 
პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე ისაუბრეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც. ასევე, ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების ჩართულობის მნიშვნელობას პაციენტებისთვის ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს, სტუმრები გლობალურ კამპანიას სიმბოლური აქტივობებით, მათ შორის ცაში წითელი ბუშტების გაშვებით შეუერთდნენ.
 

პანელური დისკუსია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ
31 ივლისი 2025
ჯეპრას ორგანიზებით, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანიის მივცეთ ძალა ფარგლებში, პაციენტთა წინაშე არსე...
პანელური დისკუსია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ

31 ივლისი 2025
Copy to clipboard

 

ჯეპრას ორგანიზებით, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანიის "მივცეთ ძალა" ფარგლებში, პაციენტთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა.
 
დისკუსიის მონაწილეებმა პაციენტების სამედიცინო საჭიროებებსა და ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აუდიტორიამ უშუალოდ პაციენტისგან მოისმინა, თუ რასთან უწევს გამკლავება 100-მდე პაციენტს დღეს საქართველოში.
 
დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც ყურადღებით მოისმინეს პაციენტებისა და მათი ოჯახების საჭიროებები.
 

ჰიპერტენზიის მასშტაბური სკრინინგი
06 ივლისი 2025
5-6 ივლისს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში, გაიმართა უფასო ჰიპერტენზიის სკრინინგი, სადაც 21 წამყვანი კლინიკის...
ჰიპერტენზიის მასშტაბური სკრინინგი

06 ივლისი 2025
Copy to clipboard

 

5-6 ივლისს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში, გაიმართა უფასო ჰიპერტენზიის სკრინინგი, სადაც 21 წამყვანი კლინიკის კარდიოლოგმა მიიღო მონაწილეობა.
 
ღონისძიება იმართებოდა საინფორმაციო-სამედიცინო კამპანიის „ამას შენთვის გეუბნები“ ფარგლებში, რომლის მიზანია 2027 წლისთვის ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებლის 50%-მდე შემცირება საქართველოში
პირველი ნახევარმარათონი ფოთში
15 ივნისი 2025
15 ივნისს, ფოთში პირველ ნახევარმარათონი გაიმარათა, რომელშიც მონაწილეობდა 300 მორბენალი. მათ საშუალება ჰქონდათ აერ...
პირველი ნახევარმარათონი ფოთში

15 ივნისი 2025
Copy to clipboard

 

15 ივნისს, ფოთში პირველ ნახევარმარათონი გაიმარათა, რომელშიც მონაწილეობდა 300 მორბენალი.
მათ საშუალება ჰქონდათ აერჩიათ სირბილი სამი სხვადასხვა დისტანციიდან, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით:
 
ღონისძიების მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტში ჩართულობის ზრდა და ტურიზმის გაძლიერება იყო.