ნამუშევრები

  • სატესტო ნამუშევარი

     

  • სატესტო ნამუშევარი (2)

     

  • სატესტო ნამუშევარი (3)

     

ამბები

სიახლე
ბლოგი
ღონისძიებები
  • “Roche Georgia”-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმა NGS წარადგინა
  • “Roche Georgia”-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმა NGS წარადგინა

     

    საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია Roche Georgia-მ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივა - NGS (Next Gen Specialists) წარადგინა, რომელიც პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

    NGS აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, ნევროლოგია და ოფთალმოლოგია. პლატფორმა ახალგაზრდა სპეციალისტებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

    პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სფეროს წარმომადგენლების ჩართულობასა და მედეა ტაბატაძის მასტერკლასს „ცოდნის ევოლუცია“. ღონისძიების ფარგლებში Roche Georgia-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმებიც გააფორმა.

    NGS-ის ბრენდინგი, საკომუნიკაციო კამპანია და ღონისძიების მენეჯმენტი ჯეპრამ უზრუნველყო. ღონისძიებას NGS-ის პროექტის მენეჯერი და ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი უძღვებოდა.

  • საინფორმაციო შეხვედრები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ
  • საინფორმაციო შეხვედრები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ

     

    კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეები თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურობის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი თემების ინფორმირება დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

    “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” ინიციატივით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით, ასევე “United Nations Development Programme-ის” მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“.

    პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და თემში საინფორმაციო შეხვედრები ტარდება, რომელთა მთავარი მიზანია:

    • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
    • ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება;
    • სკოლების, უნივერსიტეტების, ტურისტული გიდების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის ზრდა.

    ამ ეტაპისთვის შეხვედრებში უკვე 1500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თემის აქტუალობასა და საზოგადოების მაღალ ინტერესს.

    საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 94 პირისპირ საინფორმაციო შეხვედრა, რომლებშიც საქართველოს 116 თემის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

  • საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - დუშენის კუნთოვანი დისტროფია
  • საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - დუშენის კუნთოვანი დისტროფია

     

    25 ოქტომბერს, საქართველოში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „დუშენის კუნთოვანი დისტროფია: კლინიკური პრაქტიკა, ადგილობრივი საჭიროებები და გლობალური პერსპექტივები". ღონისძიება მოაწყო საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია Biomedica-მ და გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო სფეროს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.

    კონფერენციაზე საზღვარგარეთიდან სპეციალურად მოწვეულმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ინოვაციური მიდგომა, კერძოდ ეგზონის გამოტოვების თერაპია (Exon Skipping Therapy). ეს მეთოდი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთ პერსპექტიულ მიღწევას აღნიშნული დაავადების მართვის სფეროში.

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული უცხოელი პროფესორები, ადგილობრივი სამედიცინო სპეციალისტები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე პაციენტთა ორგანიზაციის წევრები. შეკრებილმა სპეციალისტებმა იმსჯელეს დაავადების კლინიკური მართვის გამოწვევებზე, პაციენტების წინაშე მდგარ პრობლემებსა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობებზე.

კორპორაციული პასუხისმგებლობა