ყაზახეთში, ატირაუში B2B ფორუმი გაიმართა
05 ივნისი 2025
4-5 ივნისს, ყაზახეთში, ატირაუში B2B ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 25-მა ქართულმა კომპანიამ 100-ზე მეტ ყაზახურ კომ...
ყაზახეთში, ატირაუში B2B ფორუმი გაიმართა

05 ივნისი 2025
Copy to clipboard

 

4-5 ივნისს, ყაზახეთში, ატირაუში B2B ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 25-მა ქართულმა კომპანიამ 100-ზე მეტ ყაზახურ კომპანიასთან გამართა შეხვედრები, რომლის ძირითადი ფოკუსი იყო: ინვესტიციები, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ტრანსკასპიური მარშრუტების განვითარება და სხვა.
 
ფორუმი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ბიზნეს-პარტნიორული კავშირების დამყარებას.
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის სპინალური კუნთოვანი ატროფიის მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა
06 მაისი 2025
6 ივნისს ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის სპინალური კუნთოვანი ატროფიის მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.   ...
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის სპინალური კუნთოვანი ატროფიის მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა

06 მაისი 2025
Copy to clipboard

 

6 ივნისს ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის სპინალური კუნთოვანი ატროფიის მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
 
ღონისძიებას, რონელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმი და მედიცინის ექსპერტი, მოდერაცია გაუწია ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, თინათინ სამყურაშვილმა.
პირველი ნაწილი მიეძღვნა არსებული მდგომარეობისა და მიღწევების გაცნობას. მოხსენებები გააკეთეს ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა, მოზრდილთა ნევროლოგმა ნანა კვირკველიამ და როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორმა ნინო განუგრავამ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას.
 
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის პარალელურად აუცილებელია მულტიდისციპლინალური მიდგომის ხელშეწყობა და ამ მიდგომის ეფექტური ფუნქციონირებისთვის შიდა რესურსების დახვეწა, გადამზადება და გაუმჯობესება.

ჯეპრა სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიას “გამაძლიერე” 2020 წლიდან ახორციელებს. კამპანიამ 2022 წელს მიაღწია თავის მთავარ მიზანს - დღეისათვის საქართველოში მცხოვრები სპინალური კუნთოვანი ატროფიის ყველა პაციენტი იღებს შესაბამის მკურნალობას.
ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
07 აპრილი 2025
ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ანი ...
ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

07 აპრილი 2025
Copy to clipboard

 

ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

წელს, საქართველოს შემოქმედებითი ნაკრები 6 გამარჯვებული გუნდისგან ჩამოყალიბდა. კონკურსი ექვს კატეგორიაში მიმდინარეობდა: Print, PR, Digital, Design, Film და Marketer. ოქროს ჯილდოს მფლობელი გუნდები ივნისის თვეში საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

 

Gebrüder Weiss-ის ახალი ტერმინალი და ლოგისტიკური ცენტრი თბილისში
07 ოქტომბერი 2024
12 წლის წინ კომპანიის დაარსების შემდეგ, ეს ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებაა.თბილისის ტერმინალის გახსნის ცერე...
Gebrüder Weiss-ის ახალი ტერმინალი და ლოგისტიკური ცენტრი თბილისში

07 ოქტომბერი 2024
Copy to clipboard

 

12 წლის წინ კომპანიის დაარსების შემდეგ, ეს ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებაა.
თბილისის ტერმინალის გახსნის ცერემონიალს ავსტრიის ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი, Gebruder Weiss-ის რეგიონული მენეჯერი-ტომას მოზერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზება და მედიამხარდაჭერა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.

 

"მაკდონალდს საქართველომ" თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა
03 ოქტომბერი 2024
მაკდონალდს საქართველო მომხმარებელს ორ ახალ ლოკაციაზე - გოთუას ქუჩა #7-სა და ვაჟა-ფშაველას გამზირი #71-ში მოემსახურება....
"მაკდონალდს საქართველომ" თბილისში ორი ახალი რესტორანი გახსნა

03 ოქტომბერი 2024
Copy to clipboard

 

"მაკდონალდს საქართველო" მომხმარებელს ორ ახალ ლოკაციაზე - გოთუას ქუჩა #7-სა და ვაჟა-ფშაველას გამზირი #71-ში მოემსახურება. რესტორნების ოფიციალური გახსნა 1 ოქტომბერს შედგა.

გოთუას ქუჩაზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია ეკომეგობრული მიდგომებით - აღჭურვილია მზის პანელებით, ელექტრომობილების დამტენი სადგურებითა და მწვანე კედლით.

გახსნის ცერემონიას დაესწრნენ "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ორგანიზება და მედიაკომუნიკაცია ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.

დედაენის ბაღში გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართა
02 ოქტომბერი 2024
28-29 სექტემბერს დედაენის ბაღმა ბავარიული ოქტობერფესტი უმასპინძლა. ორდღიანი ფესტივალი ტრადიციული კასრის გახსნის ცერემონი...
დედაენის ბაღში გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართა

02 ოქტომბერი 2024
Copy to clipboard

 

28-29 სექტემბერს დედაენის ბაღმა ბავარიული ოქტობერფესტი უმასპინძლა. ორდღიანი ფესტივალი ტრადიციული კასრის გახსნის ცერემონიით გაიხსნა და სტუმრებს ნამდვილი გერმანული დღესასწაულის განწყობა შესთავაზა.

Lowenbrau-ს ორგანიზებით, ფესტივალზე სახალისო კონკურსები და შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულისთვის მთავარი პრიზი - მიუნხენის ოქტობერფესტზე დასასწრები საგზური იყო გათვალისწინებული.

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გერმანული ლუდი და ტრადიციული კერძები, ასევე მოესმინათ ბავარიული მუსიკისთვის და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.

ფესტივალის მედიამხარდაჭერას ჯეპრას გუნდი უზრუნველყოფდა.

ჯეპრას მხარდაჭერით რეი დალიოს "პრინციპები" ქართულად გამოიცა
16 სექტემბერი 2024
გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტ ლურჯი ოკეანის ფარგლებში, ქართველ მკითხველს მსოფლიოს ერთ-ერთი წარმა...
ჯეპრას მხარდაჭერით რეი დალიოს "პრინციპები" ქართულად გამოიცა

16 სექტემბერი 2024
Copy to clipboard

 

გამომცემლობა "პალიტრა L"-თან თანამშრომლობით, პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში, ქართველ მკითხველს მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ინვესტორისა და მეწარმის, რეი დალიოს წიგნი "პრინციპები" წარედგინა.

წიგნში ავტორი საუბრობს იმ არატრადიციულ მიდგომებზე, რომლებიც მან ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა და დახვეწა. ეს პრინციპები მას დაეხმარა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში წარმატების მიღწევაში. დალიოს გამოცდილება და რჩევები სასარგებლო იქნება როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის.

"პრინციპები" რიგით 21-ე წიგნია, რომელიც "ბიზნესლიტერატურის" პროექტის ფარგლებში გამოიცა. წიგნის შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და ონლაინ პლატფორმაზე.

ჯეპრაში თანამშრომელთა პროფესიული განვითარება გრძელდება
11 სექტემბერი 2024
ჯეპრას სამი თანამშრომელი ახალ პოზიციებზე დაწინაურდა. ელენე თაყაიშვილი და ანუკი ცხოვრებაძე უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე ...
ჯეპრაში თანამშრომელთა პროფესიული განვითარება გრძელდება

11 სექტემბერი 2024
Copy to clipboard

 

ჯეპრას სამი თანამშრომელი ახალ პოზიციებზე დაწინაურდა. ელენე თაყაიშვილი და ანუკი ცხოვრებაძე უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე გადავიდნენ, ხოლო სალომე ქვრივიშვილი უმცროსი კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს.

 

 

COOP-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი ჯეპრას და Digital Future-ის თანამშრომლობით შეიქმნა
01 აგვისტო 2024
ჯეპრას და Digital Future-ის თანამშრომლობით COOP-ისთვის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი მომზადდა. პროექტზე მუშაობა რამდენიმე ე...
COOP-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი ჯეპრას და Digital Future-ის თანამშრომლობით შეიქმნა

01 აგვისტო 2024
Copy to clipboard

 

ჯეპრას და Digital Future-ის თანამშრომლობით COOP-ისთვის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი მომზადდა. პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად წარიმართა: შემუშავდა კრეატიული კონცეფცია, დაიწერა სცენარი და განისაზღვრა კადრირება.

გადაღების პროცესში ორი პროფესიონალი შეფ-მზარეული მონაწილეობდა. მათ გუდვილში წარმოდგენილი COOP-ის პროდუქტებით რამდენიმე გამორჩეული კერძი მოამზადეს. ვიდეორგოლის მუსიკალური გაფორმებაც სპეციალურად პროექტის კონცეფციის შესაბამისად შეირჩა.

სარეკლამო რგოლის იდეის ავტორი და განმახორციელებელი ჯეპრას გუნდია, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას Digital Future უზრუნველყოფდა.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით მედია ტური გაიმართა
22 ივლისი 2024
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, USAID HICD-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო ტური გამართა. ტურის მიზანი ...
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით მედია ტური გაიმართა

22 ივლისი 2024
Copy to clipboard

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, USAID HICD-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო ტური გამართა. ტურის მიზანი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობა იყო.

სააგენტოს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების თანხლებით, მედიის, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და ინტერნეტ ინფლუენსერებმა რეგიონის მნიშვნელოვანი ძეგლები მოინახულეს. მათ შორის: პეტრას ციხე, გონიოს ციხე-სიმაგრე, ბათუმის ისტორიული ნაწილი, მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი, ასევე ხიხანის ციხე.

პროექტის ფარგლებში, რომელიც სააგენტოს სტრატეგიული და მარკეტინგული კომუნიკაციის განვითარებას ემსახურება, საინფორმაციო ტურში 25-მდე სტუმარი მონაწილეობდა.

ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Best Events იყო, ხოლო მედიამხარდაჭერას ჯეპრას გუნდი უზრუნველყოფდა.