IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყო.
05 დეკემბერი 2023
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენ...
IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყო.

05 დეკემბერი 2023
Copy to clipboard

 

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს, ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს – ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ და განვათავსოთ მსოფლიო ღვინის რუკაზე,“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდ და განსაკუთრებულ პატივს ვცემ, აქ მსაჯობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ის განვითარება მე რაც 5 წლის განმავლობაში ვნახე ნამდვილად შოკის მომგვრელია, მთავარი გზავნილი იქნება ჩემგან: განაგრძეთ წინსვლა!“ – აღნიშნავს ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი CATA D’OR-ის პრეზიდენტი და UNITED CELLARS-ის გლობალური კონსულტანტი, ალისტერ კუპერი.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარდა საქართველოში. ვფიქრობ, შარშანდელმა წარმატებამ განაპირობა ის რომ, წელს უკვე მეორედ ტარდება ეს კონკურსი. IWSC-ს ჯილდო შედის მსოფლიო ჯილდოების ტოპ სამეულში. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომელიც ეს დაიმსახურეს, საკმაოდ დიდი წარმატებაა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად. ის განსაკუთრებით პრესტიჟულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე“, – მიაჩნია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.

„წელს კონკურსმა რეგიონული სახე მიიღო, ინტერესი გამოიჩინეს და მონაწილეობა მიიღეს, როგორც სომხურმა, ასევე, აზერბაიჯანულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა. მომავალ წელს იგეგმება კონკურსის გაფართოება რეგიონის ჭრილში, შესაბამისად, კონკურსი კიდევ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს ამ რეგიონში არსებული ღვინოების კონცენტრირება“, – განმარტავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.

„ვიყავი წარმოდგენილი 4 პოზიციით. ავიღეთ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 2 წელია, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება, სასიხარულოა, რომ ამ მოკლე დროში და ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის პირობებში შევძელით 4 მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამარჯვებული, მეღვინეობა „ბრიცას“ დამფუძნებელი გიორგი ჩივიაშვილი.

„4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – საკმაოდ დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს პირველად ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ. ფერი, არომატი, ტექნოლოგია და ხარისხი – ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რასაც დეგუსტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა,“ – გვითხრა „მილდიანის“ დამფუძნებელმა ელდარ მილდიანმა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d’Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები – ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო – 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი – “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი – ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი – ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი – ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი – ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

 ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე www.iwsc-georgia.ge

ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები
30 ნოემბერი 2023
ჯეპრას და USA Poultry & Egg Export Council – MENA-ს ორგანიზებით, ამერიკული ქათმის ფრთების მასტერკლასი Culinary Aca...
ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები

30 ნოემბერი 2023
Copy to clipboard

 

 

 

საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია
31 ოქტომბერი 2023
მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ორ რეგიონში, საგარეჯოსა და გო...
საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია

31 ოქტომბერი 2023
Copy to clipboard

 

დადიანების სასახლეების მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების პროექტ
09 აგვისტო 2023
დადიანების სასახლეების ისტორიულ-აქიტექტურულ მუზეუმში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების...
დადიანების სასახლეების მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების პროექტ

09 აგვისტო 2023
Copy to clipboard

 

დადიანების სასახლეების ისტორიულ-აქიტექტურულ მუზეუმში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში USAID Georgia HICD Activity-ის, მუზეუმის ადმინისტრაციისა და საკონსულტაციო ორგანიზაცია ჯეპრას წარმომადგენლებთან.
 
სამუშაო შეხვედრის თემა იყო დადიანების სასახლეების მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების პროექტი, სადაც განხილულ იქნა სიტუაციის ანალიზის დოკუმენტი. ასევე, განისაზღვრა ზოგადი ხედვა და პოზიციონირება და ერთობლივად მომზადდა საკომუნიკაციო სვოტ ანალიზი.
„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია
03 აგვისტო 2023
USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის...
„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია

03 აგვისტო 2023
Copy to clipboard

 

USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ახალციხის საზოგადოების, მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე კვების ბლოგერები და სხვა ინფლუენსერები.
 
„ახალციხის ციხის“ მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის მიზანია, ერთი მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა.
გურჯაანში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი IYF გაიმართა
25 ივლისი 2023
გურჯაანში პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლ...
გურჯაანში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი IYF გაიმართა

25 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

გურჯაანში პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა იყო.
 
წელს ფორუმს, 200 მონაწილე ჰყავდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გუნდი გამოვლინდა.
გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, ყოველწლიურ სახეს მიიღებს და უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება.
ეფექტური კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგია კრიზისების დროს
17 ივლისი 2023
სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (#CEER), #EU4Energy-ის მეორე ფა...
ეფექტური კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგია კრიზისების დროს

17 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (#CEER), #EU4Energy-ის მეორე ფაზის პროგრამის - „განახლებადი ენერგიების ტრანზიციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში.
 
ვორქშოფი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვას ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების კომუნიკაციის სპეციალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარებას კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგიის მიმართულებით და ენერგეტიკის საკითხებზე მედიაში გაშუქების მაგალითებსა და თემატიკას.
 
ჯეპრას უფროსი კონსულტანტის, კახა მაღრაძის ლექცია ეხებოდა ეფექტურ კომუნიკაციას და საკომუნიკაციო სტრატეგიას კრიზისების დროს.
თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“
12 ივლისი 2023
14 ივლისს,თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“. კო...
თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“

12 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

14 ივლისს,თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“. კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით და მიეძღვნა ახალი, ინოვაციური პრეპარატის ვაბისმოს (ფარისიმაბი) შემოსვლას საქართველოს ბაზარზე.
 
საკითხი ეხება ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიც არის ბადურის დაავადებებთან ასოცირებული მხედველობის დაქვეითება/კარგვა და მისი მართვა მსოფლიოსა და საქართველოში.
 
ღონისძიება მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში მოეწყო.
 
საინფორმაციო კამპანიის და ღონისძიების დაგეგმვასა და მართვას ჯეპრა ახორციელებს.
„ბორჯომის“ კამპანიის „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ პრეზენტაცია
07 ივლისი 2023
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალ...
„ბორჯომის“ კამპანიის „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ პრეზენტაცია

07 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს გააცნობს.

საკომუნიკაციო რგოლის პრეზენტაცია, მის გავრცელებამდე, სპეციალური დახურული ჩვენებით ინფლუენსერებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, ქართველი და უცხოელი ბლოგერებისთვის შედგა.

ღონისძიების ორგანიზება და მენეჯმენტი ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.

 

კომპანია „ეფეს საქართველომ" მედიის წარმომადგენლებისთვის პრემიუმ კრაფტ ლუდის ახალი ბრენდის „ტაატი“ პრეზენტაცია გამართა
30 ივნისი 2023
ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გე...
კომპანია „ეფეს საქართველომ" მედიის წარმომადგენლებისთვის პრემიუმ კრაფტ ლუდის ახალი ბრენდის „ტაატი“ პრეზენტაცია გამართა

30 ივნისი 2023
Copy to clipboard

 

ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე ლუდის ბრენდისთვის. „ტაატის“ მირთმევა რეკომენდებულია მოხდეს ტაატით, რათა ადამიანებმა კარგად შეიგრძნონ ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების შეხამება.
 
ლუდი „ტაატი“ სამი სახის უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სამი რჩეული არომატის მქონე სვიის გამოყენებით მზადდება. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი კი ლუდს განუმეორებელ თვისებებს ანიჭებს. დაგემოვნებისას, მის არომატში ასევე იგრძნობა მცენარეული დაბალანსებული კომბინაცია ყვავილოვან ნოტებთან, მათ შორის, ტროპიკული ხილის არომატი, რომელიც მოდის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში წარმოებული სპეციალური სვიისგან.
 
ღონისძიების მედია მხარდაჭერა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.