2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
 
კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
 
 
კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლებიმა, შეფებმა და სომელიებმა იმოგზაურეს კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, ქართული ღვინო და სამზარეულო დააგემოვნეს.
 
კულინარიული კონგრესი საქართველოს გასტრონომიის განვითარებისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯია. იმედს ვიტოვებთ მას რეგულარული სახე მიეცემა და ყოველწლიურად ვიხილავთ საინტერესო გასტრონომიულ ღონისძიებებს.
 
ღონისძიების გვერდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.