ნამუშევრები

  • სატესტო ნამუშევარი

     

  • სატესტო ნამუშევარი (2)

     

  • სატესტო ნამუშევარი (3)

     

ამბები

სიახლე
ბლოგი
ღონისძიებები
  • ჯეპრამ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სცენარისტთა პირველი სკოლა დააარსა
  • ჯეპრამ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სცენარისტთა პირველი სკოლა დააარსა

     

    “სქრინფლეის” სკოლაში სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლები დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.
     
    “სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლა შექმნილია დამწყები სცენარისტებისთვისა და მწერლებისთვის, ქოფირაითერებისთვის, დრამატურგებისთვის, პიარ მენეჯერებისთვის, თამაშის შემქმნელებისთვის, სფიჩრაითერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც უნდა საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით.
     
    “სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის მანძილზე, თეორიული ნაწილის გარდა, გაგიზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეგიქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდე პროფესიონალი სცენარისტი.
  • ვიდეობლოგი: კახა მაღრაძე - მედიასთან ურთიერთობის შესახებ
  • ვიდეობლოგი: კახა მაღრაძე - მედიასთან ურთიერთობის შესახებ

     

    აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმართა.
     
    მასტერკლასების მიზანი იყო პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების თემაზე ცნობიერების ამაღლება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
    გამართული მასტერკლასების ფარგლებში ჩაიწერა ვიდეობლოგები.
     
    შეხვედრების ციკლს უძღვებოდნენ ცნობილი სპიკერები და სფეროს ექსპერტები.
     
    გამართული მასტერკლასების ფარგლებში ჩაიწერა ვიდეობლოგები.
    ყველა ვიდეობლოგის სანახავად გადადით ბმულზე 👉 https://bit.ly/3cyGt8F
     

  • შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება.
  • შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება.

     

    შრიფტი “უკრაინა” უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის - „უსტავზე“ დაყრდნობით შეიქმნა.
     
    “შრიფტი ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- კალიგრაფი დავით მაისურაძე.
     
    ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.
    🔗 შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts
     

კორპორაციული პასუხისმგებლობა