ნამუშევრები

  • სატესტო ნამუშევარი

     

  • სატესტო ნამუშევარი (2)

     

  • სატესტო ნამუშევარი (3)

     

ამბები

სიახლე
ბლოგი
ღონისძიებები
  • არჩევნები და რეკლამა
  • არჩევნები და რეკლამა

     

    ეკრანზე და ეთერში უკვე გამოჩნდა სარეკლამო რგოლები, ბანერებზეც მრავლად ჩანან მაჟორიტარობის კანდიდატები. რომელი სარეკლამო-სააგიტაციო საშუალებაა უფრო ეფექტური, ვინ როგორ იყენებს წინასაარჩევნო რეკლამას?

    ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე საქართველოს რადიოს ეთერში.

     

    ვრცლად: https://bit.ly/3hxIKOr

  • სპინალური კუნთოვანი ატროფია - სკას მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა
  • სპინალური კუნთოვანი ატროფია - სკას მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა

     

    11 სექტემბერს, სასტუმრო "თბილისი რუმსში" ჩატარდა სპინალური კუნთოვანი ატროფია • სკას მორიგი პრესკონფერენცია.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს დაავადება, მის მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები და სამომავლო გეგმები.

    ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "გამაძლიერე" ფარგლებში ეწყობა, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

    პრესკონფერენციის მოდერაციას, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი უძღვებოდა.

  • #თვითშემეცნებისთვე - ეკატერინე ჟვანია
  • #თვითშემეცნებისთვე - ეკატერინე ჟვანია

     

    #თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დირექტორთან, ეკატერინე ჟვანიასთან. 

    ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

    რთული გამოსაყოფი იქნება ყველა ის ადამიანი, თუ მოვლენა, რომელმაც გავლენა იქონია ჩემს დღევანდელ ვერსიაზე, მაგრამ მაინც შევძლებ რამოდენიმე ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის და მოვლენის გამოყოფას. ყველაზე ფუნდამენტალური ასპექტები ჩემს ცხოვრებაში ოჯახმა (დიდი მეგრული ოჯახის ზომაზე არ დავიწყებ ზედმეტად საუბარს) მასწავლა, ის, რომ ყოველთვის მაქვს არჩევანის თავისუფლება და თავად უნდა ვიტვირთო პასუხისმგებლობა ჩემს ქმედებებზე. აფხაზეთის ომმა და მის მერე განვითარებულმა მოვლენებმა დამანახა, რომ ცხოვრება უეცრად ნულიდან შეიძლება გახდეს დასაწყები და ამის მიუხედავად სრულად წელში გამართვა შესაძლებელია.

    12 წლის ასაკში მოვხვდი იტალიაში, სადაც ჩემთვის რევოლუციური ცვლილებები მოხდა და უსათუოდ ამ მოვლენას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე. ჩამონათვალი იქნება უსასრულო და მოკლედ რომ შევაჯამო გამოდის რომ ყველა, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და ყოველი დღე თავისი უამრავი მოვლენით მცვლიდა, მცვლის და კიდევ შემცვლის, ამიტომ მადლობა ყველაფერს, რაც არ გვკლავს, რადგან ის გვაძლიერებს და გვცვლის. ზუსტად ვიცი, რომ ხვალ დილიდან ამ პლანეტაზე ეკა ჟვანიას ახალი ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია გაიღვიძებს. 

    რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

    გამოცდილებამ მაჩვენა, რომ არ არსებობს გუდაუწყვეტელი პრობლემა, ამიტომ ძალიან მშვიდად, ძირითადად ცივი გონებით ვიწყებ პრობლემის მოგვარებას, რაღაც მომენტში აზარტიც მოდის და დაბრკოლების გადალახვა ძალიან სახალისოც კი შეიძლება გახდეს.

    როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

    საქმის კეთების დრაივი უნდა გქონდეს, თუკი დილას დაგეზარება სამსახურში წასვლა ის სამსახური უნდა დატოვო, იქ არაფერი გამოგივა, რადგან შენი არაა. იპოვო ისეთი საქმე, რომელიც დროზე ადრე მიგიყვანს სამსახურში და დრაივით გააკეთებ საქმეს, ამ პრინციპით დარწმუნებული ვარ წარმატებული და დაფასებული იქნები შენს საქმეში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს თვითგანვითარება და სწავლის უწყვეტი პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კარიერულ ზრდაში.